გავეცანი მე-8 მოდულს.განვიხილე კიდევ ერთხელ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად,ვნახეთ ერთმანეთის ბლოგებზე ატვირთული პრეზენტეციები,გავუზიარეთ ერთმანეთს უკუკავშირი და დასრულებული პროექტის საქაღალდე ავტვირთე ბლოგზე.
დღეს დამთავრდა ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი ,, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ტექნოლოგიები“. გავეცანით რვა მოდულს: პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტის დაგეგმვა, კავშირები,საწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცა ტექლოგიებით და სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
ვისწავლე სხვადასხვა შეფასების სქემის შექმნა,ბლოგის შექმნა და მასზე ინფორმაციის ატვირთვა .გავიგე რა არის ფასილიტატორი,გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის და გამოყენების წესებს. ტრენინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს 21-ე საუკნის უნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.ეს პროექტი დამეხმარა რაიონის სხვა სკოლის მასწავლებლებთან ურთიერთობაში და დაახლოებაში.
ამ ტრენინგით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სხვებსაც გავუზიარებ.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ
დიანა მიქაძეს ამ საინტერესო
ტრენინგებისთვის და ინტელის ჯგუფს ასე რომ ზრუნავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის.