სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლაში არსებული ნორჩ მკითხველთა კლუბის ,,ჩირაღდანის"მიერ განხორციელებული აქტივობები.https://drive.google.com/drive/folders/0B20NpdjBXM2YfnA1N2JJVFBsdDFwLVdCWXFpRDd6X19VdkVkVVh4bnhuQ0NwcTQxZE5WdHM?resourcekey=0-LKe-giRhQXLz8XvCwAy-xA&usp=share_link
ნორჩ მკითხველთა კლუბი
,,ჩირაღდანი“
კლუბის სლოგანი:
,,კითხვით გააქრე
კითხვები“
კურატორი:ნანა თაბაგარი
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის
დაწყებითი
კლასების მასწავლებელს, ნანა თაბაგარს,
ამავე სკოლის ------- კლასის
მოსწავლის
------------------- -------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გავეცანი რა, თქვენ მიერ დაარსებული ნორჩ მკითხველთა კლუბ ,,ჩირაღდანის“ დებულებასა
და სამოქმედო გეგმას, სურვილი მაქვს გავწევრიანდე კლუბში . იმედს ვიტოვებ, დააკმაყოფილებთ
ჩემს თხოვნას.
პატივისცემით: ----------------------
2023 წელი ------------------
გ
ა ნ
ც ხ
ა დ
ე ბ
ა
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლაში
2022-23 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ნორჩ მკითხველთა კლუბი
,,ჩირაღდანი“ მე–4 და მე-3 კლასელი მოსწავლეებისთვის. კლუბი იმუშავებს კვირაში ერთხელ
და დაეთმობა ერთი საგაკვეთილო საათი.
კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო, ინტერაქტიურ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას, მოსწავლის
აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას. კლუბში შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
მსურველებმა შეავსეთ შესაბამისი განაცხადის ფორმა.
გელოდებით ბევრი სიახლით. ვიმედოვნებ, ერთად საინტერესო და თავგადასავლებით სავსე წელს გავატარებთ.
კლუბის კურატორი მასწავლებელი: ნანა თაბაგარი
სასკოლო კლუბის სამოქმედო გეგმა
|
პროექტის სახელწოდება |
ნორჩ
მკითხველთა კლუბი ,,ჩირაღდანი“ |
1 |
სკოლა |
სსიპ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა |
2 |
პროექტის განსახორცილებელი პერიოდი |
2022-2023
სასწ.წ. მე-2 სემესტრი და 2023 -2024 სასწ.წ. 1-ლი სემესტრი |
3 |
პროექტის ავტორი |
ნანა თაბაგარი |
4 |
სამიზნე აუდიტორია |
დაწყებითი
საფეხური, მე-3 და მე-4 კლასი. |
5 |
პროექტში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობა |
15 |
6 |
მიმართულება ქვემიმართულება |
კითხვა |
7 |
პრექტის ფარგლებში ფაქტობრივად შეხვედრების
რაოდენობა |
2022-23წლის
მეორე სემესტრში:15 |
8 |
პროექტის დასაფინანსებლად გაცემული ფინანსების
რაოდენობა |
|
პროექტის აქტუალურობა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Ø დღეს თანამედროვეობა უამრავ
გამოწვევას გვთავაზობს. ჩვენ წინაშე სიახლეების მთელი პალიტრა იშლება, რომლის
მიმართაც შეიძლება ზოგ შემთხვევაში მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ. Ø იმისათვის, რომ ადამიანმა
გამოიმუშაოს ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი, აუცილებელია სწავლების
დაწყებითი საფეხურიდანვე ვიზრუნოთ იმისათვის რომ, მოსწავლეებს განვუვითაროთ
ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომ ცხოვრებაში დაეხმარებათ თვითრეალიზაციაში. Ø სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე
მეოთხე კლასში ჩამომეყალიბებინა წიგნის კლუბი, რომლის მიზანიც იქნებოდა მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის
გაღვივება, მისდამი ინტერესის გაზრდა, კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარება და
ზოგადად კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც შემდგომში
მოსწავლეებს დაეხმარებათ შეძენილი უნარები გამოიყენონ პრაქტიკულად, ყოველდღიურ
ურთიერთობებში. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მიზნები |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Ø . წიგნიერების დონის ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოება და მათი ლიტერატურული გემოვნების გაზრდა; Ø საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ და მისი ესთეტიკური აღქმა; Ø კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება; Ø წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა, გააზრება და მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება; Ø პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარების განვითარება; Ø ზეპირმეტყველების კულტურის განვითარება; Ø მხატვრული კითხვის ხელოვნების (ინტონაცია, ტემბრი) გათავისება, შემოქმედებითობის უნარის განვითარება და წარმოჩენა; Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება; Ø მარტივი ინტონაციური და პუნქტუაციური
ჩვევების ფორმირება. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დროის ჩარჩო ( კალენდარი) |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მონაწილეთა ასაკი, კლასი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8-9-10 წელი მე-3,მე-4 კლასი. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რისკები, ხარვეზები
და მათი თავიდან აცილების გზები |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პრექტის განხორციელებისათვის
საჭირო დრო |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1 წელი |
პროექტით განსაზრვრული
ამოცანები და საჭირო რესურსები
|
აქტივობა |
აქტივობის
მოკლე აღწერა |
რესურსები |
|
პროექტის პრეზენტაცია |
პროექტის
ხელმძღვანელი POWER-POINT-ის გამოყენებით
საუბრობს პორექტის ამოცანებზე ,აცნობს პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგბს,
ასაბუთებს პრობლემის აქტუალურობას |
კომპიუტერი,
პროექტორი |
|
კლუბის შექმნის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება:წევრების
მიღება,ლიდერი მოსწავლის არჩევა |
პროექტის
ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გააცნო ლიდერი მოსწავლის ფუნქციები და მოვალეობები.კლუბის
წევრმა მოსწავლეებმა წამოაყენეს თავიანთი კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით აირჩიეს ლიდერი მოსწავლე. |
კომპიუტერი,პროექტორი,ფურცლები,მარკერი,ყუთი. |
|
კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის დამტკიცება |
პროექტის
ხელმძღვანელი POWER-POINT-ის საშუალებით
მოსწავლეებს აცნობს კლუბის წესდებას,სამუშაო გეგმას და მოსწავლეების თანხმობით ამტკიცებს. |
კომპიუტერი,
პროექტორი |
|
სასურველი
ჟანრის წიგნის შერჩევა და პრეზენტაცია წიგნის წაკითხვა |
მოსწავლეებმა
არჩიეს თემა-გმირობა და წასაკითხად შეარჩიეს
წიგნი:,,ლომი“ავტორი ლელა სურმავა.წიგნის კითხვა დაიწყო ერთმა მოსწავლემ,შემდეგ გააგრძელეს
სხვებმა. |
GIPRAID-ის საკითხავი
წიგნი ,,ლომი“. |
|
მსჯელობის/დისკუსიის სტრატეგიების გამოყენება |
მოსწავლეებმა
გააანალიზეს და იმსჯელეს წაკითხული ტექსტის შესახებ, დაახასიათეს პერსონაჟები და
შეავსეს სხვადასხვა სქემები. |
დაფა,მაორგანიზებელი
სქემები,მარკერები. |
|
წაკითხული წიგნის მიხედვით ნამუშევრის დამზადება (პლაკატი,დიორამა,ფოტო
კოლაჟი,კომიქსი) |
მოსწავლეებმა
ტექსტის გაცნობის და გაანალიზების შემდეგ,დახატეს ის ეპიზოდი,რომელიც ყველაზე მეტად
მოეწონათ. |
ფურცლები,ფერადი
ფანქრები. |
|
ნამუშევრების პრეზენტაცია |
მოსწავლეებმა
წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები,სხვა მოსწავლეები ცდილობდნენ გამოეცნოთ,რომელი
ეპიზოდი დახატა მისმა მეგობარმა. |
მაგნიტური
დაფა, მაგნიტები, მოსწავლეთა ნამუშევრები. |
|
ლექსიკური მარაგის გამდიდრება |
მოსწავლეებმა
ტექსტში გამოყენებული უცნობის სიტყვების გამოყენებით შეავსეს მაორგანიზებელი სქემები(სიტყვების
გამომძიებელი და სიტყვის პირამიდა).შეადგინეს ახალი წინადადებები. |
დაფა,მაორგანიზებელი
სქემები,მარკერი. |
|
როლური თამაში-შემოქმედებითი ნიჭისა და არტისტიზმის რეალიზება |
|
|
|
ფილმის ჩვენება (I-II ნაწილი) |
პალაციოს
,,საოცრება“. |
პროექტორი,კომპიუტერი |
|
მსჯელობის/დისკუსიის სტრატეგიების გამოყენება |
ნანახი ფილმის
შესახებ გაიმართა დისკუსია.ყველა მოსწავლემ დააფიქსირა საკუთარი აზრი ნანახთან დაკავშირებით
და დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრებები. |
|
|
ნანახი ფილმის მიხედვით ნამუშევრის დამზადება (პლაკატი,დიორამა,ფოტო
კოლაჟი,კომიქსი) |
|
|
|
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა |
|
|
|
სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროექტის ფარგლებში შესყიდული რესურსები
|
რესურსები |
რაოდენობა |
ერთეულის ღირებულება (ლარი) |
სულ ღირებულება (ლარი) |
პროექტის ღირებულება ჯამურად |
1 |
თაბახის ფურცლები |
1 შეკვრა |
24 ლარი |
24 ლარი |
|
2 |
მარკერები |
4 ცალი |
2 ლარი |
8 ლარი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სსიპ ჭიათურის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლასთან არსებული
ნორჩ მკითხველთა
კლუბ ,,ჩირაღდანის“
წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით
რეგულირებული ურთიერთობები
1.1. სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო
სკოლაში შეიქმნა ნორჩ მკითხველთა კლუბი. დაფუძნებულია მესამე და მეოთხე კლასების ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია 2023-2024 წლის ვადით.
1.3 . კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო .
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ჭიათურა,სოფელ ზოდის საჯარო სკოლა.
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს
სასკოლო კლუბ ,,ჩირაღდანის“ მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის
ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა
და შედეგებს.
მუხლი 2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მათდამი ინტერესის
გაზრდა;
2.2. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების
ჩამოყალიბება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.4. მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება;
2.5.მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.
2.6. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.7. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების
მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.
2.8. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები და მოვალეობები
3.1. მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება.
3.2.სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.
3.3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
მუხლი 4. კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
,,ჩირაღდანის“ საქმიანობა ეფუძნება
შემდეგ პრინციპებს:
ა)კანონიერებას
ბ)კოლეგიალურობას
გ)კეთილსინდისიერებას
დ)სოციალურ სამართლიანობას
ე)დამოუკიდებლობას
მუხლი 5. მკითხველთა კლუბ ,,ჩირაღდანის“ წევრი შეიძლება გახდეს
მოსწავლე:
ა) რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების
სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის
ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
ბ) წევრობა არის ნებაყოფლობითი და
მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად
შეიძლება იყოს სხვა რომელიმე კლუბის /სასკოლო წრის/ ან გაერთიანების წევრი.
გ) კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია
შეავსოს განაცხადი მკითხველთა კლუბ ,,ჩირაღდან“-ში გაწევრიანების შესახებ
დ) კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის
გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება
კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს
მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
მუხლი 7. წევრთა უფლება-მოვალეობანი
1 კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის
პროგრამებსა და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან
და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის
შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების
დროს;
2. კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას
და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს მკითხველთა
კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 8. კლუბის ლიდერი
ა) კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული
კენჭისყრის საფუძველზე;
ბ) კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების
უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
გ) კლუბის ლიდერის უფლება-მოსილება
იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე
მუხლი 9. კლუბის ლიდერის მოვალეობები
ა) კურატორ მასწავლებელთან ერთად
წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან
ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის
კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ე) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს,
წინადადებებს და ანგარიშებს;
ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების
შემთხვევაში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს მკითხველთა
კლუბ ,,ჩირაღდანის“ სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია
იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე,
თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით
კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია
იცავდეს და პატივს სცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად
და ნაყოფიერად ახორციელებდე მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
3. კლუბის ყველა წევრი და ლიდერი
უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს
კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები,
მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა,
საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო
მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის
გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ
და არამატერიალურ საკუთრებას.
4. სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად
გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული
გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი
მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
მუხლი 10. კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა
სკოლის სასწავლო წელს;
ბ) კლუბის სამუშაო შეხვედრები ეწყობა
კვირაში ერთჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ;
დ) კლუბის შეკრებები იტვირთება კურატორის პირად ბლოგსა და სოციალურ
ქსელში.
მშობელთა გამოკითხვის ანალიზი
დაწყებით
საფეხურზე მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების
კუთხით. კითხვის უნარების განვითარებას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის
შემდგომი განვითარებისათვის. კითხვის უნარები გაუადვილებს მას სწავლების მომდევნო საფეხურზე
სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრებას. ეს უნარები მნიშვნელოვნად განაპირობებენ
პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას მთელი კარიერის მანძილზე. კითხვის უნარის
არასათანადო ფლობა იწვევს იმას, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი საგრძნობლად ჩამორჩება
სწავლაში დანარჩენებს, უჭირთ საგნების სწავლა. 5 კითხვის უნარ-ჩვევა ერთ-ერთი საყრდენია,
რომელზეც უნდა დაშენდეს არა მარტო ქართულის მიღწევები, არამედ სხვა საგნების შედეგებიც.
მე და ჩემმა კოლეგამ შორენა ბოყოველმა გადავწყვიტეთ
ჩაგვეტარებინა კვლევა დაწყებით საფეხურზე .
საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბეთ შემდეგნაირად: გაწაფული/გამართული
კითხვის კომპეტენციის გაუმჯობესება დაწყებით კლასებში.
კვლევის მთავარი კითხვა კი ასეთია: როგორ გავაუმჯობესოთ
გაწაფული/გამართული კითხვის კომპეტენცია ?ჩავატარეთ გამოკითხვა,როგორც მოსწავლეებთან,ასევე მშობლებთან,რათა გაგვერკვია თუ რამდენად იყვნენ
მათი შვილები დაკავებული კითხვით.
43
მშობლიდან კითხვარის შევსებაში მონაწილეობა მიიღო 41-მა დედამ და 2-მა მამაკაცმა.
გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებმა (პირველიდან მე-6 კლასის
ჩათვლით). მათი პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია:
გამოკითხულ
მშობელთა უმრავლესობა იყო ბიჭის მშობელი. არსებობს სტერეოტიპული მოსაზრება, რომ წიგნიერების
უნარები გოგონებს უკეთ აქვთ განვითარებული. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიხედვით
კი კითხვის უნარების მიხედვით არსებითი განსხვავება სქესის მიხედვით, არ იკვეთება.
მშობელთა
უმრავლესობას აქვს საშუალო განათლება, 27% არის უმაღლესი განათლების მქონე და 7%-ს
მიღებული აქვს პროფესიული განათლება.
კვლევებით
დადასტურებულია მნიშვნელოვანი კორელაციური კავშირი მშობლის განათლების დონესა და ბავშვის
წიგნიერების დონეს შორის, ანუ რაც უფრო განათლებულია მშობელი, უფრო მეტ ყურადღებას
უთმობს შვილის წიგნიერების უნარის განვითარებას და ასეთი ბავშვებიც გამოირჩევიან კითხვის
უკეთესი უნარებით.
ჩვენი
კითხვარის მიხედვით კი ყველა მშობელი, მისი განათლების დონის მიუხედავად, ბავშვის
კითხვის უნარის განვითარებისთვის კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას ძალიან მნიშვნელოვნად
მიიჩნევს.
კითხვის
უნარის განვითარება კი უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია მნიშვნელოვნად.
გამოკითხულ
მშობელთა პასუხების მიხედვით, ბავშვებს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის დრო უმრავლესობას
ხანდახან რჩება, ხშირად აქვს კითხვისთვის დრო 30%-ს, ხოლო იშვიათად _ 11%-ს. რა არის
იმის მიზეზი, რის გამოც მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის არ რჩება დრო,
ეს ცალკე კვლევის საგანია, თუმცა ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ბევრი საშინაო დავალება,
ან ბავშვების მიერ გაჯეტებთან გატარებული დროის მოცულობა.
კითხვარში
მონაწილე მშობლების პასუხების მიხედვით, მოსწავლეთა უმეტესობა კითხულობს თავის პირადი
ინიციატივით, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. უფრო მეტი მოსწავლე მაასწავლებლის
ინიციატივით კითხულობს, ვიდრე მშობლის _ ეს პედაგოგის ავტორიტეტზე მიუთითებს და მნიშვნელოვანია
ეს ორი ფაქტორი ბავშვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული: მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს
მოსწავლეს საინტერესო, საჭირო საკითხავი მასალა, რაც ხელს შეუწყობს მათი ინტერესის
უფრო გაღვივებას და ხელი შეუწყოს გაგება-გააზრებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების
განვითარებას.
კითხვაში
პრობლემები თავს იჩენს ინტონაციის გამოკვეთასა და სწრაფად კითხვის ნაწილში, რაც მიგვანიშნებს,
რომ ამ მხრივ საჭიროა ბავშვებთან მეტი მუშაობა და მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბების
შემდეგ ამ მხრივ უნდა იმუშაოს პედაგოგმა.
წაკითხულის
შესახებ ბავშვები შთაბეჭდილებებს უფრო ხშირად უფროსებს უზიარებენ, კარგი იქნება თუ
თანატოლთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას შეეწყობა ხელი და ეს მნიშვნელოვანი იქნება
როგორც კითხვის უნარების გაუმჯობესების, ასევე სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
კითხვაზე, თუ რა
ტიპის
დახმარებას
ისურვებდნენ პედაგოგისგან
მშობლები შვილის
კითხვის
უნარის
გასაუმჯობესებლად, მათი
უმრავლესობა პასუხობს, რომ კმაყოფილია მასწავლებლის მუშაობით, თუმცა არიან
ისეთებიც, ვინც დამატებით სერვისს მოითხოვს, მაგ.: „მეტად სთხოვოს ბავშვს ბიბლიოთეკიდან გამოიტანოს წიგნი და წაიკითხოს.შეამოწმოს რამდენიმე კითხვით წაიკითხა თუ არა ნამდვილად“, „მასწავლებელმა უნდა აუმაღლოს მოტივაცია და შეაყვაროს კითხვა შესაბამისი ლიტერატურით“ , „ მე ვისურვებდი რომ,კვირაშო ერთი დღე, დამატებით ჩაუტარდეთ კლასგარეშე ლიტერატურა“, „კონკრეტული მოთხრობები, რომ დაავალოთ წასაკითხაად დაა შემდეგ განიხილოთ,კითხვები დაუსვათ და იმსჯელოთ ერთად“ და სხვ.
სწორედ მსობელთა ეს სურვილები გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს სკოლაში
დაარსებულიყო მკითხველთა კლუბი.
მშობელთა მოლოდინების გასარკვევად კი
მათ ვკითხეთ: „თქვენი აზრით რაში დაეხმარება ბავშვს კლასგარეშე კითხვა?“ მათი
პასუხები ასეთია: „უფრო კარგად რომ გაწაფოს კითხვა და მეტი საინტერესო ინფორმაცია მიიღოს“, „სწორად და სწრაფად კითხვისთვის“, „კითხვის გაუმჯობესებაში, წაკითხულის გააზრებაში,სწორი დასკვნების გამოტანაში, ანალიზის გაკეთებაში,სწორად მეტყველებაში, აზრის სწორად გამოტანაში“, „კითხვის გაუმჯობესებაში და გონებოს განვითარებაში“, „თავისუფალ აზროვნებაში“, „ზოგადი განათლების განვითარებაში,კარგ ი კითვის უნარის ჩამოყალიბებაში“, „კითხვა ეხმარება აზროვნებაში და ინტელექტუალურ განვითარებაში“, „კითხვის გაუმჯობესებაში, წაკითხულის გააზრებაში და უფრო მეტი წიგნის წაკითხვის სურვილში“, „ის ეჩვევა დამოუკიდებელ აზროვნებას, აუცილებელია მისი გონების განვითარებისთვის,ის იწყებს ფიქრს წაკითხულზე“, „კითხვის გაუმჯობესაბაში, აზროვნებაში, წაკითხულიდან შინაარსის გააზრებაში“, „მეტყველების უკეთ განვითრებაში,ლექსიკის მარაგის მოგროვებაში“ _ ეს პასუხები პირველ რიგში
მიმართულების მომცემია, თუ როგორ უნდა წარიმართოს კლუბის მუშაობა ისე, რომ
მშობელების აზრით, მოსწავლეების საჭიროებები დავაკმაყოფილოთ და ასევე გვიბიძგებს
შემდგომი კვლევის ჩატარებისკენ, რომლითაც უნდა შევამოწმოთ კლუბის საქმიანობის ეფექტურობა.
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ნანა თაბაგარი
პროექტის/აქტივობის
დასახელება: ნორჩ მკითხველთა კლუბი ,,ჩირაღდანი“
პატივცემულო მშობლებო,
სასკოლო სივრცეში ხშირად იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები/პროექტები,
მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განსავითარებლად. აქტივობების ასახვის მიზნით, ხშირად ხდება ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვება და სხვადასხვა სივრცეში (ფეისბუქზე,
ბლოგზე, მასწ.პირად გვერდზე და ა.შ.) განთავსება.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია:
გთხოვოთ ნებართვა, რომ თქვენი შვილის, როგორც საკლასო, ასევე საკლუბო აქტივობის
და სხვადასხვა ღონისძიებების დროს გადაღებული ფოტო და ვიდეო გამოყენებული იქნას თანამშრომლებისთვის
განკუთვნილ სამუშაო სივრცეში, კოლეგებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად, ანგარიშებში
და სხვადასხვა ღონისძიებებისას (მაგალითად კონფერენციების, პრეზენტაციების და სხვა,
როგორც ციფრულ თუ არაციფრულ გარემოში). სკოლისა და მასწავლებლის სოციალური მედია არხის,
ვებ-გვერდის, ბროშურის და სხვა სახით. ნებისმიერი პუბლიკაციის შემდეგ, მშობელი იტოვებს
უფლებას მოითხოვოს მისი შვილის ფოტოს ან/და ვიდეოს საჯარო პოსტიდან
ამოშლა.
ზემოხსენებულზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი თანხმობის
ფორმას:
თანახმა ვარ, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექციას ან/და მასწავლებლებს ჰქონდეთ უფლება გამოიყენონ ჩემი შვილის ფოტოები ან/და ვიდეო მასალა კოლეგებისთვის განკუთვნილ
სამუშაო სივრცეში და გამოცდილების გასაზიარებლად ციფრულ და არაციფრულ გარემოში გამოსაქვეყნებლად.
მოსწავლის სახელი და გვარი:
_____________________________________
მოსწავლის პირადი ნომერი: _____________________________________
მშობლის სახელი და გვარი:
_____________________________________
მშობლის ხელმოწერა: _____________________________________
თარიღი: _________________
შეფასების ფორმები
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი ----------------------------------------------
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია კლუბის შექმნის შესახებ?
ა)დიახ ბ) არა
2. კურატორი მასწავლებელი გეხმარებოდათ თუ არა
ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში?
ა)დიახ ბ) არა
3კურატორი
მასწავლებელი გეხმარებოდათ თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების
დაგეგმვასა და განხორციელებაში?
ა)დიახ ბ) არა
4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
ა)დიახ ბ) არა
5. საკლუბო მუშაობის დროს დაცული იყო თუ არა
უსაფრთხოების ნორმები?
ა)დიახ ბ) არა
6.რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1
2 3 4 5
6 7 8 9
10
მშობლის კითხვარი
გვარი ,სახელი ----------------------------------------------
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია კლუბის შექმნის შესახებ?
ა)დიახ ბ) არა
2. კურატორი მასწავლებელი ეხმარებოდათ თუ არა
ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში თქვენს შვილს?
ა)დიახ ბ) არა
3კურატორი
მასწავლებელი ეხმარებოდათ თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების
დაგეგმვასა და განხორციელებაში თქვენს შვილს?
ა)დიახ ბ) არა
4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
ა)დიახ ბ) არა
5. საკლუბო მუშაობის დროს დაცული იყო თუ არა
უსაფრთხოების ნორმები?
ა)დიახ ბ) არა
6.რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1
2 3 4 5
6 7 8 9
10